GE

ილიაუნის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრმა საერთაშორისო საფინანსო კონგრესი გამართა

სასტუმრო Holiday Inn-ში საერთაშორისო საფინანსო კონგრესის მოდელირება გაიმართა. კონგრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის სიმულაციაა. მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის პრინციპის შესახებ.

დელეგატებმა ჯგუფური სამუშაოების მსვლელობისას სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს. საბოლოოდ კი საქართველოს განვითარების სტრატეგია ოთხი მხარის (საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, საბანკო და არასამთავრობო სექტორის) ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავეს. კონგრესის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

პროექტი ილიაუნის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განახორციელა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური