ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ჩეხეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევართან, მარტინ კულმასა და ამავე უნივერსიტეტის აკვაფონური სისტემების სპეციალისტ ვერონიკა ტუმოვასთან.
მარტინ კულმამ (მკვლევარი) ისაუბრა თემაზე: „როგორ შეძლებენ მწერები მსოფლიოს გამოკვებას?“
ვერონიკა ტუმოვამ განიხილა თემა: „საკვების მდგრადი პროდუქცია აკვაფონური სისტემის გამოყენებით – დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“.