GE

ილიაუნის Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი აცხადებს განაცხადების მიღებას 2021 წლის Solution Challenge-ზე

– გინდა იმუშავო Google-ის გამოწვევებზე და ხარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის სტუდენტი?
– გჯერა, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლია?
– გაინტერესებს ტექნოლოგიები და ინოვაციები?
– მუდმივად გიტრიალებს საინტერესო იდეები?
– მაშინ ეს სიახლე შენთვის არის.

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლასთან არსებული Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი აცხადებს განაცხადების მიღებას 2021 წლის Solution Challenge-ზე. კონკურსის მიზანია ერთად ვუპასუხოთ გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17-დან ერთ ან მეტ მიზანს Google-ის ტექნოლოგიების გამოყენებით”, – აღნიშნეს უნივერსიტეტში.

თუ ხარ მზად და არ გაკლია სითამამე, ხელი შეუწყო ტექნოლოგიების განვითარებას საერთაშორისო დონეზე, დარეგისტრირდი 10 თებერვლამდე.

კონკურსში მონაწილეობი მსურველი ჯერ უნდა გახდეს Google დეველოპერების სტუდენტური კლუბის წევრი.

პრიზები გლობალური გამარჯვებულებისათვის განსაზღვრულია Google-ის მიერ.

ტოპ 50 გუნდი

მენტორობა Google-ის და სხვა ექსპერტებისგან, რომ დახვეწო შენი იდეა.

ტოპ 10 ფინალისტი

მოიგე ერთწლიანი წევრობა Pluralsight-გან. მიიღე დამატებითი მენტორობა Google-ისგან და

წვდომა Google Developers Blog-ზე and Demo Day ლაივჩართვა YouTube-ზე.

ტოპ 3 გამარჯვებული

ზემოთ ჩამოთვლილი საჩუქრები, Chromebook და შეხვედრა Google-ის აღმასრულებელთან.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  1. მონაწილე უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
  2. მონაწილე უნდა იყოს ილიაუნის Google დეველოპერების სტუდენტური კლუბის წევრი (თუ წევრი ჯერ არ ხარ, იხ. რეგისტრაციის ლინკი ზემოთ);
  3. დარეგისტრირება შეგიძლიათ გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობა – 2; მაქსიმალური რაოდენობა – 4;
  4. სასურველია (არა აუცილებელი), გუნდისი ერთ წევრს ჰქონდეს პროგრამირების გამოცდილება;
  5. დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს.

მნიშვნელოვანი: 

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 10 თებერვალი, 23:00 საათი.
  • რეგისტრაციის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც მენტორები გაგაცნობენ მონაწილეობის პირობებსა და დეტალურ ინფორმაციას.
  • გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანი.

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: tiko.mamuchashvili@iliauni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური