GE

ილიაუნის მაგისტრი, ეთერ მაღრაძე უნივერსიტეტის დეკანმა, დავით თარხნიშვილმა დააჯილდოვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრმა ეთერ მაღრაძემ ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ შალვა ბარჯაძესთან, ფრანგ მეცნიერ, დოქტორ არნო ფაისა და ჩეხ მეცნიერ პიტერ ჰლავაჩთან ერთად პრომეთეს, დათვისა და მელოურის მღვიმეებიდან მღვიმური ხოჭოს მეცნიერებისათვის ახალი სახეობა Bergrothia barbakadzei sp. nov. აღწერა. ახალი სახეობის შესახებ სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალ Zootaxa-ში. სტატიის საკომუნიკაციო და პირველი ავტორია ეთერ მაღრაძე. ამასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დავით თარხნიშვილმა სტუდენტი დააჯილდოვა სიგელით, ყაზბეგის საგზურითა და „ლიგამუსის“ 300-ლარიანი ვაუჩერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური