GE

ილიაუნის პროფესორ მალხაზ სონღულაშვილს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

2022 წლის 25 მაისს კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ინტერრელიგიური დიალოგის საერთაშორისო კონფერენციაზე მალხაზ სონღულაშვილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს შედარებით თეოლოგიასა და რელიგიის კვლევებში, გადაეცა საერთაშორისო ჯილდო ინტერრელიგიური დიალოგისთვის.

დოჰას ინტერრელიგიური დიალოგის საერთაშორისო ცენტრმა (DICID) გამარჯვებულებს ჯილდო გადასცა ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაში შეტანილი წვლილისთვის, სიძულვილის ენასთან ბრძოლაში მათი დამსახურების და რელიგიათაშორის თანხმობის ხელშეწყობისთვის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ მალხაზ სონღულაშვილს საერთაშორისო ჯილდოს და ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობაში მისი დამსახურების აღიარებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური