GE

ილიაუნის პროფესორი ოზგურ ქიში CLARIVATE-ის გავლენიანი და ხშირად ციტირებადი მკვლევრების სიაშია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის მიმართულების პროფესორი ოზგურ ქიში Clarivate-ის გავლენიან და ხშირად ციტირებად მკვლევართა (Highly Cited Researchers™) 2021 წლის სიაში მოხვდა.

2021 წლის სია 70-ზე მეტი ქვეყნის 6 602 მკვლევრის მონაცემებს მოიცავს და მასში ნობელის პრემიის 24 ლაურეატია.

პროფესორი ოზგურის Clarivate-ის გავლენიან და ხშირად ციტირებად მკვლევართა სიაში მოხვედრა იმიტომაცაა სასიხარულო, რომ დღემდე საქართველოში მოღვაწე არცერთი მკვლევრის მონაცემები ამ სიაში არ ასახულა.

სია აერთიანებს იმ მკვლევრებს, რომელთაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფერო(ებ)ში ციტირების მაღალი ინდექსის მქონე ისეთ ნაშრომთა გამოქვეყნებით, რომლებიც Web of Science ციტირების ინდექსის მიხედვით ტოპ 1%-ში არიან დარგისა და გამოქვეყნების წლის ციტატების მიხედვით.

მეთოდოლოგია, რომელიც განსაზღვრავს, ვინ არიან „influential” (გავლენიანი) მკვლევრები, ეყრდნობა Clarivate-ს სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის (Institute of Scientific Information) ბიბლიომეტრიული ექსპერტებისა და მონაცემების მეცნიერთა მიერ დამუშავებულ მონაცემებსა და ანალიზს.

2021 წელს გამოქვეყნებული სიის შესახებ ძირითადი მიგნებებისა და სიის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Clarivate-ის ოფიციალური ვებგვერდის ბმულზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური