GE

ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიხსნა პირველი პერსონალის საერთაშორისო კვირეული

12 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიხსნა პირველი პერსონალის საერთაშორისო კვირეული (International Staff Week), რომელშიც მონაწილეობს 21 უნივერსიტეტის 35 წარმომადგენელი ევროპის 11 ქვეყნიდან.

პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს და გააღრმაოს თანამშრომლობა პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს + საერთაშორისო კრედიტმობილობის, ინსტიტუციური განვითარების პროექტების, კვლევისა და სხვა აქტივობების ფარგლებში.

კვირეული მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებელობას, აღმოაჩინონ ქართული კულტურა, ისტორია, სამზარეული, ტრადიციები და სხვ.

ილიაუნის პერსონალის საერთაშორისო კვირეული დაიხურება 2018 წლის 16 ნოემბერს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური