GE

ილიაუნის საკვირაო სკოლა ადამიანის უფლებების სამართალში უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მარტსა და აპრილში უფროსკლასელებისთვის გამართავს საკვირაო სკოლას ადამიანის უფლებების სამართალში.

პროექტის მიზანია სამართალმცოდნეობით დაინტერესებულ უფროსკლასელებს ზოგადი სალექციო კურსით, რომელსაც ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან, მივცეთ საბაზისო ცოდნა ადამიანის უფლებების სამართალში, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე, გავაცნოთ ილიაუნის სამართლის სკოლაში სწავლის სპეციფიკა და ის შესაძლებლობები, რომელთაც სკოლა სტუდენტებს სთავაზობს.

საკვირაო სკოლის მონაწილეებს შევარჩევთ სააპლიკაციო ფორმაში ატვირთული სამოტივაციო წერილების განხილვის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატთა საკვირაო სკოლაში მონაწილეობის საფასურს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საკვირაო სკოლის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით, ხოლო გაზაფხულზე, კურსის დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსში, რომელიც საკვირაო სკოლის თემატიკას მოიცავს, და უნივერსიტეტისგან მოიპოვოს დაფინანსება ილიაუნის სამართლის სკოლაში სწავლისთვის.

ვის შეუძლია გახდეს საკვირაო სკოლის სტუდენტი?

საკვირაო სკოლის სტუდენტი შეუძლია გახდეს ნებისმიერი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების X-XII კლასის მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია სკოლის თემატიკით და სააპლიკაციო ფორმაში დაგვისაბუთებს პროექტში მონაწილეობის მოტივაციას.

როგორ გავხდე საკვირაო სკოლის სტუდენტი?

იმისთვის რომ გახდე საკვირაო სკოლის სტუდენტი, 2021 წლის 24 თებერვლის ჩათვლით შეავსე მარტივი სააპლიკაციო ფორმა. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 1-ლი მარტისა.

შერჩეული კანდიდატების საკვირაო სკოლაში სწავლის საფასურს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე

კურსის ფორმატი და განრიგი

ფორმატი: კურსი წარიმართება დისტანციურ ფორმატში პლატფორმა ზუმის გამოყენებით (კურსის ფარგლებში დაგეგმილი თითოეული ლექციის წინ მიიღებთ ლექციის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე). ლექციები წარიმართება ინტერაქტიული სწავლების მეთოდით და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები.

ლექციებისა და სალექციო საათების რაოდენობა: კურსის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორები ჩაატარებენ 6 ლექციას (თითოეული ლექციის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი, გათვალისწინებულია მცირე შესვენება).

განრიგი: კურსის პირველი ლექცია ჩატარდება 4 მარტს, 17:00 საათზე. კურსის ფარგლებში დაგეგმილი ლექციები ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე.

რას ვისწავლი? ვინ მასწავლის?

კურსი მოიცავს ექვს ლექციას, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან.

კურსის განრიგი:

პირველი ლექცია

დრო: 4 მარტი, 17:00 საათი

თემა: ადამიანის უფლებების არსი
წარმოშობა, ისტორია და განვითარება: თანამედროვე გამოწვევები

ლექტორი: კონსტანტინე კუბლაშვილი, სამართლის სკოლის პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

მეორე ლექცია

დრო: 11 მარტი, 17:00 საათი

თემა: გამოხატვის თავისუფლება, მედია და ინტერნეტის თავისუფლება:
რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მათი დაცვის გარანტიები ციფრულ ეპოქაში

ლექტორი: გიორგი ჩიტიძე, სამართლის სკოლი მოწვეული ლექტორი, ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

მესამე ლექცია

დრო: 18 მარტი, 17:00 საათი

თემა: თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა:
წარსული გამოცდილება და თანამედროვე კონტექსტი

ლექტორი: თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

მეოთხე ლექცია

დრო: 25 მარტი, 17:00 საათი

თემა: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და თანამედროვე ტექნოლოგიები:
ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემები და თანამედროვე ტექნოლოგიები

ლექტორი: ქეთევან ერემაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე

მეხუთე ლექცია

დრო: 1-ლი აპრილი, 17:00 საათი

თემა: რელიგიისა და რწმენის თავისუფლება:
რელიგიის თავისუფლება, ტოლერანტობა და სახელმწიფოს ვალდებულებები

ლექტორი: გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი

მეექვსე ლექცია

დრო: 8 აპრილი, 17:00 საათი

თემა: ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები:
ეროვნული სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო, რეგიონული და საერთაშორისო მართლმსაჯულების ინსტიტუტები

ლექტორი: ვახუშტი მენაბდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სწრაფი ბმულები:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური