GE

ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2022

20-21 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1) გაიხსნება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

20 დეკემბერი, 18:00-19:00 საათი

18:00-18:30 – გახსნა და შემაჯამებელი ანგარიში, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

  • სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2022;
  • ელსევიერის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში Scopus ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გამოცემული საქართველოდან ყველაზე მაღალი იმპაქტის (CiteScore) მქონე სამეცნიერო ჟურნალის Ethnobotany Research and Application წარდგენა;
  • მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ემერიტუს-პროფესორის, გიორგი ნახუცრიშვილისთვის ილიაუნის სამეცნიერო ჯილდოს (2022 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა) გადაცემის ცერემონია.

18:30-19:00 – ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის ანგარიში, პროფესორი ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

  • სამეცნიერო ინსტიტუტებთან ერთად განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია;
  • ბოტანიკის ინსტიტუტთან ერთად განხორციელებული ეროვნული სამეცნიერო ჰერბარიუმის გაციფრულებისა და მონაცემთა ბაზის შექმნის პროექტი;
  • გამოთვლითი ცენტრის 2023 წლის სამოქმედო გეგმა;
  • ილიაუნის ციფრული ტრანსფორმაციის კონცეფცია;
  • 19:00-19:30 – მიღება

21 დეკემბერი, 11:00-17:00 საათი

11:00-11:15 TBC
11:15-11:30 TBC
11:30-11:45 TBC
11:45-12:00 TBC
12:00-12:15 ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი
12:15-12:30 მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამა, ეკოლოგიის ინსტიტუტი
12:30-12:45 მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამა, ეკოლოგიის ინსტიტუტი
12:45-13:00 ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია
13:00-13:15 თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი
13:15-13:30 ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი
13:30-14:00 შესვენება – ფურშეტი
14:00-14:15 ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი
14:15-14:30 პოლიტოლოგიის ინსტიტუტი
14:30-14:45 ბოტანიკის ინსტიტუტი
14:45-15:15 დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი
15:15-15:30 სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
15:30-15:45 დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
15:45-16:00 სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი
16:00-16:15 დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი
16:15-16:30 რაოდენობრივი ეკოლოგიის პროგრამა, ეკოლოგიის ინსტიტუტი
16:30-16:45 ზოოლოგიის ინსტიტუტი
16:45-17:00 ბიოფიზიკის ინსტიტუტი

დრო:
20 დეკემბერი, 18:00-19:00 საათი;
21 დეკემბერი, 11:00-17:00 საათი.

სამუშაო ენა: ქართული
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. 1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური