GE

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2018-სთვის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში გამართული პირველი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეშვიდედ ჩატარდება.

2018 წლის 29 სექტემბერს ღონისძიება განსხვავებული ფორმატითა და აქტივობებით იგეგმება. კერძოდ, სამეცნიერო პიკნიკით გვსურს, შევუერთდეთ გაერთიანებული ერების 2015 წლის 25 სექტემბერს შემუშავებულ პროექტს „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, რომელიც მოიცავს მდგრადი განვითარების 17 მიზანს“, – აღნიშნულია ილიაუნის განცხადებაში.

მდგრადი განვითარების მიზნების მთავარი ამოცანაა, საზოგადოებას დაანახოს მომავალზე ზრუნვის აუცილებლობა. მიახვედროს, რომ ყოველდღიურ საჭიროებათა დაკმაყოფილებისთვის ხვალინდელი დღე საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს.

იმისთვის, რომ მომავალი 15 წლის განმავლობაში მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდეს, ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი სამყაროს დაცვასა და განვითარებაში.

სამეცნიერო პიკნიკზე მოხალისეობით თქვენ ხელს შეუწყობთ საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციას, დაეხმარებით ორგანიზატორებს, შეიძენთ ახალ ნაცნობებს და მიიღებთ საინტერესო გამოცდილებას. მოგეცემათ საშუალება, გაეცნოთ საინტერესო სამეცნიერო სიახლეებს და შეუერთდეთ კომპანიების სხვადასხვა აქტივობას, ამგვარად, თავად მიიღოთ მონაწილეობა სამყაროს გაუმჯობესებაში.

მოხალისედ დასარეგისტრირებლად გთხოვთ, შეავსოთ ძალიან მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივლისი.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით ორგანიზატორები შესაფერის საქმეს შემოგთავაზებენ.

დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიწერეღ შემდეგ ელ.მისამართზე: sciencepicnic@iliauni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური