GE

ილიაუნის სტუდენტი ანა მაჭარაშვილი Netflix-ის თანამშრომელი გახდა

ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლის ინგლისურენოვანი MBA-ის სტუდენტი ანა მაჭარაშვილი Netflix -ის თანამშრომელი გახდა.

ანა საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება:

„Netflix-ს მომხმარებლებთან ურთიერთობაში, მათ შენარჩუნებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში დავეხმარები. როგორც ფიზიკურ, ისე ბიზნესპარტნიორებთან მექნება ურთიერთობა და მომსახურების გაუმჯობესებაზე ვიზრუნებ.

ნიდერლანდებში კარგი სამსახურის პოვნას დიდი დრო და გამძლე ნერვები სჭირდება. უპირველესად, კონკურენცია ძალიან დიდია და მარტივი არ არის თავი სხვებისგან გამორჩეულად წარუდგინო დამსაქმებელს, თუ რაიმე განსაკუთრებულ უნარს არ ფლობ. ორი თვე დამჭირდა ისეთი სამსახურის საპოვნელად, რომელიც ჩემს პროფილსა და განათლებას 100%-ით შეესაბამებოდა. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.

სტუდენტებს ვურჩევ, მაქსიმალურად გამოიყენონ დრო სწავლისა და თვითგანვითარებისთვის. იყვნენ უფრო აქტიურნი, ცნობისმოყვარენი, ბეჯითი და მიზანდასახულნი. ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და არ დანებდნენ იოლად.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური