GE

ილიაუნის სტუდენტური პროექტის TourMode მონაწილეები ფშავს ესტუმრნენ

12 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტის TourMode მონაწილეები ფშავს ესტუმრნენ.

პროექტის მონაწილე 140-მდე სტუდენტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია ვაჟას შესახებ ესაუბრა; ხოლო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა გიგი ყუფარაძემ წაუკითხა ლექცია სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ.

”TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირება’ საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი 2017 წლიდან ახორციელებს ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და მასთან არსებული ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური