GE

ილიაუნის წარმატებული სტუდენტები კომპანიის „ეისითი“ სტიპენდიებით დაჯილდოვდნენ

16 მაისს „ეისითისა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ეისითის” სტიპენდიით დაჯილდოვდნენ ილიაუნის ბიზნესის სკოლის საზოგადოებრივი ურთიერთობისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულებების ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები. სტუდენტები სტიპენდიებით დააჯილდოვა კომპანია „ეისითის” დამფუძნებელმა თინათინ რუხაძემ. შეხვედრას დასწრნენ ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გიორგი გვალია.

„ხარისხიანი განათელაბა 21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია კერძო კომპანიების ჩართულობის გარეშე, ამ მხრივ კომპანია ეისითი არის ლიდერი კომპანია, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა და ასევე მოვუწოდო სხვა კომპანიებს აიღონ ეს მაგალითი“, – გიორგი ქადაგიძე (ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი)

„მიმაჩნია, რომ მსგავსი წახალისებები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ სტუდენტებს ამაღლებული მოტივაცია ქონდეთ, ამის გარდა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მომავალში მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებაში დაეხმარება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ცოდნა ფასდება“, – ბელა ხორბალაძე, სტიპენდიანტი, ილიაუნის მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი)

„ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო ილიაუნისა და კომპანია „ეისითი“-ს შორის თანამშრომლობის სახით, ამ თამამშრომლობის მიზანი არის წარმატებული სტუდენტების, კერძოდ სოციოლოგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების სტუდენტების დეჯილდოება ეისითის მიერ დაწესებული სტიპენდიით“, – გიორგი გვალია, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური