GE

ილიაუნის წარმომადგენლები ისრაელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

2019 წლის 18-21 მარტს ისრაელში, გორდონის აკადემიურ კოლეჯში, კინერიტის უნივერსიტეტსა და სახნინის მასწავლებელთა განათლების კოლეჯში გაიმართა კონსორციუმის მესამე შეხვედრა და ტრენერთა ტრენინგი (TOT). შეხვედრაზე უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ჩაატარა ტრენინგები შეფასების განმავითარებელი ინსტრუმენტების დანერგვაზე სასწავლო პროცესში.

პროექტი მიზნად ისახავს არსებული შეფასების მეთოდების გადახედვასა და გაუმჯობესებას, სწავლებისა და შეფასების ისეთი სისტემის განვითარებას, რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება სტუდენტების სასწავლო საჭიროებებს.

შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ სოფიკო ლობჟანიძე, ეკა ტყავაშვილი, მარიკა კირვალიშვილი და ირინა სამსონია.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. 2019 წლის 13-16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას საქართველოს მასშტაბით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური