GE

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა კოლეგებთან ერთად ჩაატარა ბუგრების გვარის რევიზია

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა შალვა ბარჯაძემ პოლონელ კოლეგებსა – მარიუშ კანტურსკისთან, კარინა ვიჩორეკთან – და ამერიკელ ენდი ჯენსენთან ერთად ჩაატარა ბუგრების გვარის, Myzaphis-ის რევიზია. მარიუშ კანტურსკისთან ერთად მეცნიერებისათვის ახალი ბუგრების გვარი Richardsaphis gen. nov. Kanturski & Barjadze (აშშ-დან და კანადიდან) და ახალი 3 სახეობა აღწერა, ესენია: M. oezdemirae Kanturski & Barjadze sp. nov. და M. tuatayae Kanturski & Barjadze sp. nov. თურქეთიდან, ხოლო M. rezwanii Kanturski & Barjadze sp. nov. ირანიდან.

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში “PLOS ONE”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური