GE

ილიაუნისა და კომპანია „ფრეგოს“ თანამშრომლობით ბიოდიზელის პირველი ქართული საწარმო გაიხსნა

2015-2016 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით განხორციელდა აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „ბიოსაწვავის განვითარება საქართველოში – პროექტი ეკობუსი“ (”Promotion of Biofuel in Georgia – Project EcoBus”). ამ პროექტის შედეგად სწორედ ილიაუნიში დაინერგა ინოვაციური ტექნოლოგია და დაიწყო ალტერნატიული, განახლებადი და ეკო-მეგობრული საწვავის დამზადება.

2017 წლის აგვისტოში უნივერსიტეტს დაუკავშირდა საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია „ფრეგო“, რომელსაც ილიაუნის განახლებადი ენერგიების დარგის წამყვანმა მკვლევარმა, კახა ქარჩხაძემ სამეცნიერო კონსულტაციები გაუწია ბიოდიზელის წარმოების კომერციული მასშტაბებით წარმოებისათვის, რაც გულისხმობდა ბიოდიზელის საწარმოს აშენებას, ტექნოლოგიური ხაზის გამართვას და ბიოდიზელის კომერციული წარმოების დაწყებას საქართველოში.

უნივერსიტეტის და ბიზნესის თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და ერთ წელიწადში გაიხსნა ბიოდიზელის პირველი ქართული საწარმო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური