GE

ილიაუნიში 7-10 აპრილს თანამედროვე ქალაქგეგმარების შესახებ ვორქშოპი და საჯარო ლექციები ჩატარდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში ქართველ და გერმანელ ქალაქმგეგმარებელთან და არქიტექტორებთან ერთად მიმდინარეობს სალექციო კურსი თანამედროვე ქალაქგეგმარება: გარე ავლაბრის ქალაქმშენებლურიგანვითარება“. კურსის ფარგლებში დაგეგმილია ორი ვორკშოპი და საჯარო ლექციები.

2016 წლის, 7-10 აპრილს ჩატარდება პირველი ვორკშოპი, რომელიც მოიცავს სტუდენტების მიერ გარე ავლაბრის კვლევის წარდგენას, ინტენსიურ ლექციებს/კონსულტაციებს გერმანელი კოლეგებისგან, ორ საჯარო ლექციას.

სალექციო კურსის ფარგლებში, არქიტექტურის პროგრამა თანამშრომლობს ორგანიზაციასთან „კამპუსი“ , ბრაუნშვაიგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და გოეთეს ინსტიტუტთან.

ილიაუნის ცნობით, სალექციო კურსსა და ვორკშოპს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები: ზურაბ ბაქრაძე ქალაქმგეგმარებელი, პროფ. დოქტ. ვანესა მირიამ ქარლოუ, დიპლ. ინჟ. ქალაქმგეგმარებელი ფრაუკე ბურგდორფი, მდგრადი განვითარების ურბანიზმის ინსტიტუტის („Institute of Sustainable Urbanism“) ასოცირებული პროფესორი ოლაფ მუმმი.

საჯარო ლექციები – 7-10 აპრილი

ლექცია 1 100%ქალაქი

დრო: 7 აპრილი, 15:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

თემატიკა: 100% ქალაქი

  • IBA ბერლინი
  • Gleisdreieck (კონკურსი მოქალაქეთა წინასწარი ჩართულობით)
  • უნივერსიტეტი, როგორც ქალაქის აქტორი (ინტერდისციპლინარული მუშაობისა და კვლევის ფორმატები და შედეგები)
  • ქალაქმშენებლობითი/ქალაქსივრცითი ანალიზი

მომხსენებელი: პროფ. დოქტ. ვანესა მირიამ ქარლოუ – ბერლინის არქიტექტორთა საბჭოს წევრი, გერმანიის არქიტექტორთა კავშირის წევრი, დანიის არქიტექტორთა საბჭოს ქალაქმგეგმარებელთა სიის წევრი არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ბიუროს COBE-ს დამაარსებელი კოპენჰაგენში, არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ბიუროს COBE Berlin-ის დამაარსებელი ბერლინში, ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Braunschweig) ფარგლებში მდგრადი განვითარების ურბანიზმის ინსტიტუტის (ISU) დამაარსებელი.

ლექცია 2 – უბნის ინტეგრირებული ანალიზი და მისი ინტეგრირებული განვითარება

დრო: 8 აპრილი, 9:30-11:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

თემატიკა: უბნის ინტეგრირებული ანალიზი და მისი ინტეგრირებული განვითარება

  • უბნის ინტეგრირებული განვითარება
  • სასაფუძვლო აზრები ქალაქის პროექტებიდან, ქალაქის გარდაქმნისა და სოციალური ქალაქის პროექტებიდან
  • სოციალური სივრცის ანალიზი, როგორც უბნის ინტეგრირებული განვითარების ბაზისი

მომხსენებელი: დიპლ. ინჟ. ქალაქმგეგმარებელი ფრაუკე ბურგდორფი – გერმანიის ქალაქმშენებლობისა და სივრცითი მოწყობის დაგეგმვის აკადემიის წევრი, გერმანიის არქიტექტორთა კავშირის წევრი, ფონდის – Montag Stiftung, Urbane Räume – გამგეობის წევრი

საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

დრო: 9 აპრილი, 18:00-20:00 საათი

ადგილმდებარეობა:  გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის ქ. #16)

თემატიკა: პანელური დისკუსია: ინტეგრირებული ქალაქგანვითარების პერსპექტივები თბილისში

მომხსენებლები: გიგლა აგულაშვილი, ფრაუკე ბურგდორფ, ვანესა მ. ქარლოუ, კატარინა შთადლერი, Material Hanter

მოდერატორი: ზურაბ ბაქრაძე

დრო: 10 აპრილი

თემატიკა: 16:00 საათი – პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია შედეგების შესახებ უბნის მოსახლეებთან ერთად
18:00 საათი – ვახშამი ღია და მუსიკა ღია ცის ქვეშ

პროექტის შესახებ სრულად.

პროექტის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, DAAD და ფრიდრიხ ებერთის ფონდი (FES).
პროექტის პარტნიორები: GeoAir / IARE FEKHIT / Archfolio
პროექტის მედია პარტნიორები არიან: DESIGNTbilisi / რადიო “შოკოლადი” / კომუნიკატორი / თავისუფლების დილა / ჟურნალი “ინდიგო” / ჟურნალი “ფაბრიკა”/ ARTBooks Cologne.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი