GE

ილიაუნიში 9 წლის ვუნდერკინდის, კომპოზიტორისა და პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი გაიმართა

14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა 9 წლის ვუნდერკინდის, კომპოზიტორისა და პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი.

პროგრამაში იყო ბახის, შოსტაკოვიჩის, ლიგეტის, იანაჩეკის, ბერგისა და თვითონ ცოტნე ზედგინიძის კომპოზიციები. ცოტნეს პედაგოგია მისი ბებია, ილიაუნის პროფესორი ნინო მამრაძე.

კონცერტი მიეძღვნა ცოტნეს დედას, ირინა სულხანიშვილს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური