GE

ილიაუნიში აბიტურიენტებისთვის 19 აპრილს ღია კარის დღე ჩატარდება

ილიაუნის ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის 19 აპრილს ჩატარდება.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას იმ შეთავაზებებზე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიები, დაფინანსების მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები, სასტიპენდიო კონკურსები და სხვ.), რომელთაც უნივერსიტეტი სთავაზობს 2019 წელს;
საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეხვდებიან შესაბამისი ფაკულტეტების წარმომადგენლებსა და საბაკალავრო პროგრამებისა და მიმართულებების ხელმძღვანელებს – დაუსვამენ მათ თავიანთთვის საინტერესო შეკითხვებს პროგრამების თავისებურებებზე;
მონაწილეობას მიიღებენ საუნივერსიტეტო ტურში.

ღია კარის დღეზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

საკონტაქტო ინფორმაცია abiturienti@iliauni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური