GE

ილიაუნიში ენერგეტიკის ყოველწლიური ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართება

29 მაისს, 13:30 საათზე, ილიაუნის B201 აუდიტორიაში USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ენერგეტიკის ყოველწლიური ახალგაზრდული კონფერენცია.

ენერგეტიკის სექტორის გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ქმნის უნიკალურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება და მონაწილეობა სექტორის განვითარებაში.

ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც პირველად 2015 წელს ჩატარდა. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და განათლება სექტორში მიმდინარე სიახლეების, გამოწვევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.

სარეგისტრაციო ბმული.

დრო: 29 მაისი, 13:30 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური