GE

ილიაუნიში მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი – NASA Space App Challenge გაიმართა

18-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი – NASA Space App Challenge გაიმართა. მის მონაწილეებს ნასას სატელიტურ მონაცემებზე დაყრდნობით სამყაროში არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები უნდა მოენახათ.

ათი გუნდიდან გამოვლინდა ორი საუკეთესო, რომელთაც სპეციალურად გამოყოფილი ფულადი პრიზი და Global Award–ზე საკუთარი იდეის წარდგენის უფლება მოიპოვეს.

პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Baby shark.

გუნდის გამოწვევა – Internet on the Oceans გულისხმობს ოკეანეებში ხელმისაწვდომი ინტერნეტკავშირის შექმნას. გუნდის მიზანი იყო არსებული ტექნოლოგიის გამოყენებით მაქსიმალურად იაფი და მარტივი გადაწყვეტა მოეძებნა ოკეანეების ინტერნეტიზაციის პრობლემისთვის. არსებობს გემების ძირითადი გზები, Ship Chain,  სადაც გემების სიმკვრივე თითქმის მუდმივია და მათ შორის დაშორებებიც საკმარისად მცირეა იმისთვის, რომ გემზე დამონტაჟებულმა GSM სადგურებმა ერთიანი დაფარვის ზონის შექმნა შეძლონ. ამ ტიპის სადგურები მოგვცემენ შესაძლებლობას, მეზღვაურებს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი მივაწოდოთ.

გუნდის წევრები: 

  • მარიამ ალბექიონი, ნატო სამხარაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გოგიტა პაპალაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Algien:

პროექტის შესახებ: ნასას მისიებიდან ერთ-ერთი – Rise to Resilience – გულისხმობდა ისეთი ინფრასტრუქტურული პროდუქტის შექმნას, რომელიც გააუმჯობესებდა ეკოლოგიურ პრობლემებს ურბანულ სივრცეებში. გუნდმა ჰაერის გასუფთავებისთვის შექმნა ბიორეაქტორის მოდელი, რომელიც წყალმცენარეების მიერ გამომუშავებულ ჟანგბადზე მუშაობს. ბიორეაქტორებში სანიაღვრე ქსელიდან გროვდება წყალი, რითაც წყალმცენარე სასიცოცხლოდ აუცილებელი აზოტითა და ფოსფორით მომარაგდება. ტუმბოს ასამუშავებლად  კი მზის ენერგია გამოიყენება. ასეთი ბიორეაქტორი 60-90 ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადს გამოყოფს.

  • გიორგი აბულაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თეიმურაზ გოჩიტაშვილი, დემურ მერკვილაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტის ყველა მონაწილეს საშუალება მიეცემა ჩაერთოს ზუმაუთისა და ფაბლაბის აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც დაეხმარება მათ დასახული სტრატეგიის დახვეწასა და განვითარებაში.

NASA Space Apps Challenge Abastumani-ი გაიმართა Tbilisi Startup Bureau-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni ორგანიზებით. ჰაკათონის გენერალური პარტნიორი იყო  საქართველოს ბანკი • Bank of Georgia. პროექტი განხორციელდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA, Grant Thornton Georgia, DataFest Tbilisi, Zoomout • ზუმაუთი-სა და Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი-ს მხარდაჭერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამარა იაკობიშვილი