GE

ილიაუნიში პასკალის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

11 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2017 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

პასკალის პრემიის 2017 წლის ლაურეატები არიან: გიორგი გვალია, ლაშა სუხიშვილი და ლევან მუმლაძე.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია.

პრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანისაერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

ლაურეატების შესახებ:

გიორგი გვალია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი

სტატია: Vodka or Bourbon? Foreign Policy Preferences Toward Russia and the United States in Georgia

გამოქვეყნდა: 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალში Foreign Policy Analysis, N13, 2, 500-518
სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე.

ლაშა სუხიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსისტატია: North Atlantic influence on Holocene flooding in the southern Greater Caucasus.

გამოქვეყნდა: 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალში The Holocene, 28, 4: 609-620. სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე.

ლევან მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

სტატია 1: Patterns of oribatid mite species diversity: testing the effects of elevation, area and sampling effort;

გამოქვეყნდა: 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალში Experimental and Applied Acarology, 72: 245-262; სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე.

სტატია 2: Beyond elevation: testing the climatic variability hypothesis vs. Rapoport’s rule in vascular plant and snail species in the Caucasus;

გამოქვეყნდა: 2017 წელს სამეცნიერო ჟურნალში Biological Journal of the Linnean Society, 121: 753-763; სტატია ვრცლად ხელმისაწვდომია ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური