GE

ილიაუნიში პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადები და პროცედურები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართებზე:

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E207, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A306, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა,10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

სამართლის სკოლა – ჭავჭავაძის გამზირი №32, ოთახი A409 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – მ.თამარაშვილის ქ .N4, ოთახი H103 (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 ეზოდან), ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

დ) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური