GE

ილიაუნიში პროექტის Venture Elevator საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21 აპრილს, 19:00 საათზე, ტერმინალის სივრცეში გაიმართა პროექტის Venture Elevator საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც დაინტერესებულ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო კითხვაზე თავად პროგრამის ხელმძღვანელი გუნდისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხი.

Venture Elevator არის პროგრამა, რომელიც ეხმარება სტარტაპს, ისწავლოს, განავითაროს საკუთარი იდეა და უკეთ გამოიყენოს სტარტაპებისთვის არსებული გლობალური შესაძლებლობები.

პროგრამა შედგება 8-კვირიანი სატრენინგო ციკლისგან და მოიცავს მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს, მენტორებთან კონსულტაციებსა და საინვესტიციო პრეზენტაციების წარდგენაში (pitching) წვრთნებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Startup Grind Tbilisi და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტს ახორციელებს მენტორებისა და სტარტაპდამფუძნებლების გუნდი:

– დავით ჩეჩელაშვილი, წარმატებული გლობალური სტარტაპების დამფუძნებელი;
– Colin Donohue, მარკეტინგისა და ბიზნესის სტრატეგიის კონსულტანტი აშშ-დან;
– გიორგი ტუხაშვილი, Startup Grind Tbilisi-ის თანადამფუძნებელი და სტარტაპის დამფუძნებელი;
– ნიკოლოზ გოგოჭური, სტარტაპის დამფუძნებელი და მენტორი;
– ნატო ჩაკვეტაძე, მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტისთვის უმნიშვნელოვანესია 6 მოწვეული სტუმარი უცხოეთიდან, რომლებიც საქართველოში ქართველ სტარტაპდამფუძნებლებთან შესახვედრად და ინდივიდუალური მენტორინგის გასამართად ჩამოვლენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური