GE

ილიაუნიში პროფესორ ენრიკე სობეხანოს საჯარო ლექცია “Images/Thoughts” გაიმართება

24 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში
ილია ჭავჭავაძის გამზირი 32 გაიმართება პროფ. ენრიკე სობეხანოს საჯარო ლექცია “Images/Thoughts”.

ლექციის თემაა არქიტექტურული ბიურო Nieto Sobejano Arquitectos-ის არქიტექტურული პროექტების, კონცეფციაზე მუშაობის, შესრულების მეთოდოლოგიის გარჩევა და თანამედროვე არქიტექტურის როლი ისტორიულ გარემოში.

Nieto Sobejano Arquitectos დაარსდა 1985 წელს ფუენსანტა ნიეტოსა (M. Arch 83) და ენრიკე სობეხანოს (M. Arch 83) მიერ. დღეს მათ ოფისები აქვთ მადრიდსა და ბერლინში.

გარდა ხშირი პუბლიკაციებისა ინტერნაციონალურ არქიტექტურულ ჟურნალებსა და წიგნებში, არქიტექტურული ბიუროს ნამუშევრები 2000, 2002, 2006 და 2012 წლებში გამოფენილი იყო ვენეციის ბიენალეზე, 2006 წელს – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA), 2008-ში – გრაცის ხელოვნების სახლში (Kunsthaus Graz) და 2014 წელს – ბოლონიაში MAST Foundation-ის ფარგლებში.

ბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად აღსანიშნავია 2007 წელს მიღებული ნაციონალური ჯილდო ისტორიული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რეკონსტრუქციის დარგში. 2010 წელს გერმანიის არქიტექტორთა კავშირის (BDA) მიერ გაცემული ნიკეს პრიზი (Nike Prize), ასევე აგა ხან-ის არქიტექტურული პრემია (Aga Khan Award for Architecture) (2010), პირანესის პრიზი (Piranesi Prix de Rome) (2012), AIA-ს საპატიო წევრობა, (2015) და ალვარო ალტოს მედალი (2015).

მნიშვნელოვანი პროექტებია: მადინას ალ ზაჰრას მუზეუმი, მორიცბურგის მუზეუმი, სან ტელმოს მუზეუმი, სარაგოსას კონგრესის ცენტრი, ქალაქ გრაცში იოანეუმის განვრცობის პროექტი და კორდობას თანამედროვე ხელოვნების ცენტრი.

კომპანია ამ ეტაპზე მუშაობს პროექტებზე გერმანიაში, ესპანეთში, ესტონეთში, მაროკოში, ჩინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. ბოლო დროს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ორი ცნობილი მონოგრაფია: “Nieto Sobejano. Memory and Invention”(Hatje Cantz Verlag. Ostfildern, Gemrany 2013) და “Fuensanta Nieto, Enrique Sobejano. Architetture” (Mondadori Electa Spa. Milano Italy 2014).

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დრო: 24 მაისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია(ი.ჭავჭავაძისგამზ.N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური