GE

ილიაუნიში ქართული ენის ფუნქციური განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე დისკუსია გაიმართა

13 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფმა გამართა დისკუსია ქართული ენის ფუნქციური განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ქართული ენის დაცვის რიტუალური და რეალური პროექტები, ისაუბრეს იმაზე, როგორ იფართოვებს, ან თმობს ქართული ისტორიულად დაკანონებულ ფუნქციურ სფეროებს, რამდენად ხერხდება დღეს უმდიდრესი ქართული ენობრივი მემკვიდრეობის ჩართვა საერთაშორისო კულტურულ, სალიტერატურო თუ სამეცნიერო მიმოქცევაში, ან რამდენად არის დღეს ქართული ამ ქვეყნის მოქალაქეობრივი „შეჭიდულობის“ გარანტი, რამდენად სრულფასოვნად ფუნქციონირებს იგი, როგორც სახელმწიფო ენა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური