GE

ილიაუნიში საშუამავლო ღონისძიება „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“ გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრი გიწვევთ ფართომაშტაბიან საშუამავლო ღონისძიებაზე „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“.

საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგქსელისთვის“ საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სექტორიდან: უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი, კერძო და საჯარო სექტორი.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ საჭიროებს რეგისტრაციას.

ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 ივნისი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

ღონისძიება გაიმართება 2019 წლის 26-28 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზN 3/5, ოთახი E207

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური