GE

ილიაუნიში სკოლებში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართება

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 11-16 მარტს მართავენ მედიაწიგნიერების კვირეულს, რომლის მიზანია საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინიციატივების პოპულარიზაცია.

კვირეულის ფარგლებში, 13 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა და მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხორბალაძე.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც პედაგოგებისთვის მომზადებული სახელმძღვანელო, ასევე ვებგვერდი, ონლაინ თამაშები და ილიას უნივერსიტეტში პედაგოგთა გადამზადების პროგრამისთვის მომზადებული მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო კურსი, რომელიც უნივერსიტეტში გაზაფხულიდან დაინერგება.

კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოში ნიდერლანდებისა და აშშ-ის საელჩოების, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერითა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

იხილეთ პროგრამა 

დრო: 13 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური