GE

ილიაუნიში სტუდენტების მონაწილეობით განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

კვლევა ეხებოდა მოსახლეობის ცოდნას და დამოკიდებულებას განათლების საკითხებისადმი, მათ შორის, სასკოლო და უმაღლესი, დღევანდელი და საბჭოთა განათლებით კმაყოფილებას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა თბილისში მცხოვრები 1600 ადამიანი.

კვლევაში მონაწილე ინტერვიუერებს და კოორდინატორებს გადაეცათ სერტიფიკატები და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ ვაუჩერები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური