GE

ილიაუნიში სტუდენტური კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“ გაიმართება

მიიღე მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კონფერენციაში „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“.

პრიზები:
კონფერენციის გამარჯვებული სრული დაფინანსებით გაემგზავრება ბანგკოკში (ტაილანდი) გაეროს მხარდაჭერილ რეგიონალურ ღონისძიებაზე.
მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან ლეპტოპებით.

კონფერენცია ჩატარდება 24 ივნისს ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის UN DESA, საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის ორგანიზებით.

კონფერენციის მედიაპარტნიორები არიან პირველი არხი, Caucasus Business Week – CBW და Georgian Business&Political Insight

პროექტის მხარდამჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი • EVEX

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სააპლიკაციო ფორმის შევსება.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 26 მაისი, 18:00 საათი

კონფერენციასთან დაკავშირებით საინფორმაციო
შეხვედრა გაიმართება 22 მაისს, 17:00 საათზე, G106 აუდიტორიაში.

ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ კონფერენციის დახურულ ჯგუფს, რომელშიც კონფერენციის ორგანიზატორები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.

პროექტი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისთვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი