GE

ილიაუნში თბილისის დებატების სკოლის ღია კარის დღე გაიმართა

27 სექტემბერს თბილისის დებატების სკოლის ღია კარის დღე გაიმართა კონკურსში მონაწილეთათვის.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს მისაღებ კონკურსს. იმ მოსწავლეებს, ვისაც სურთ დაეუფლონ დებატების ტექნიკას და გახნდნენ დებატების სკოლის წევრები უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის (GIDE) Facebook გვერდზე.

თბილისის დებატების სკოლაში მიმდინარეობს მიღება 5 ოქტომბრამდე 14-17 წლის მოზარდებისთვის, რომლებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა, კონკურსსა თუ ტურნირში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დებატების სკოლა დაიწყებს აქტიურ მუშაობას ოქტომბრიდან და მისი პირველი კურსი გაგრძელდება 8 თვის განმავლობაში. სწავლების პროცესში ჩატარდება სისტემატიური ორსაათიანი მეცადინეობები ყოველკვირეულად, სადაც მოხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს ხელს.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური