GE

ილიაუნიში მობილობის წესით გადამსვლელთათვის შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები გამოქვეყნდა

სტუდენტებმა, რომელთაც მოიპოვეს მობილობის წესით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2019 წლის 27 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A306
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – მ. თამარაშვილის ქ. N4, ოთახი H118 (H კორპუსთან შემოსასვლელი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 ეზოდან);
  • სამართლის სკოლა – ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A 407;
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5, ოთახი E207.

რეგისტრაციისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს (განაცხადი ივსება ადგილზე).

შიდასაუნივერსიტეტო რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • გრანტის არსებობის შემთხვევაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილი, სადაც მითითებული იქნება გრანტისა და სწავლის საფასურის ოდენობის შესახებ ინფორმაცია;
  • ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე გამოცდის (მათემატიკაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში ან ბიოლოგიაში) წარმატებით ჩაბარების შესახებ (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროგრამებზე და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მათემატიკის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა და არქიტექტურის (ძირითადი სპეციალობა) მობილობის მსურველთათვის).

შენიშვნა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური