GE

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი სკოლებში – კვირის კოვიდსტატისტიკა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია. თუმცა შიდა გავრცელება არ ფიქსირდება.

კერძოდ, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო
ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა
და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა
0,04%-ს დაუდასტურდა.

“მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის
მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174
ცალკეული კლასი იმყოფება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, გაზრდილია რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების
რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს
და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების
ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 98 პედაგოგი იმყოფება.

სამინისტრო აცხადებს, რომ გამკაცრებულ რეჟიმში განაგრძობს უსაფრთხოების კონტროლს სკოლებში და ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, კვლავ წერტილოვანი
შეზღუდვები გავრცელდება.

„ვეცდებით დიდხანს შევინარჩუნოთ“ – თამარ გაბუნია სკოლებისა და ბაღების დახურვაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური