GE

ინფორმაცია მასწავლებლის, სამაგისტრო და აბიტურიენტთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნების ვადების შესახებ

2018 წლისათვის აბიტურიენტების ყველა საგნის გამოცდის შედეგი ცნობილია, თუმცა ჯერჯერობით უცნობი რჩება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და მაგისტრანტთა გამოცდების შედეგები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული შეფასებები მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

21 ათასამდე მასწავლებელს, ქულების გაგების შემდეგ, საშუალება მიეცემა, გაასაჩივროს ნაშრომები. საბოლოო შედეგები კი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო რიცხვებამდე უნდა გამოქვეყნდეს.

რაც შეეხება მოქმედ მასწავლებელთათვის შიდა ბარიერებს, გასული წლების მსგავსად, არ მოხსნილა. მასწავლებლის სახლის ცნობით:

„მასწავლებელმა შიდა ზღვარი უნდა გადაილახოს და ჯამური ქულები რაც ჯდება ყველაში გადალახვის შემდეგ, იწყება ანგარიში ამ ჯამური ქულებიდან გამომდინარე რამდენი კრედიტი დააგროვა.“

რაც შეეხება მაგისტრანტებს, მათი შედეგების განთავსება აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, ტესტური და წერითი დავალებების შედეგები ერთად გახდება ცნობილი.

აბიტურიენტებს ნაშრომების გასაჩივრება 15 აგვისტომდე შეეძლებათ. ამის შემდეგ გამოქვეყნდება აპელაციის შედეგები, სხვადასხვა საგნის სტატისტიკური მონაცემები, სკალირებული ქულები და აგვისტოს ბოლოს დაიდება ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ.

იგივე თემაზე:

2018 წლის ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება 9 აგვისტოს დაიწყება – პროცედურები

2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური