GE

ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“

2018 წლის 8-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) ორგანიზებით ილიაუნის სტეფანწმინდის ბაზაზე გაიმართა საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“. საზაფხულო სკოლის პარტნიორები არიან: Erasmus + პროექტები – ევროპული კვლევების განვითარება კავკასიაში (DESCNET) და მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდული საქართველოში (PESTUGE).

სკოლის ფარგლებში უცხოელმა და ქართველმა პროფესორებმა სტუდენტებს გააცნეს უსაფრთხოების კვლევების თეორიული და მეთოდოლოგიური პერსპექტივები, ასევე ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტი და გლობალური და რეგიონული აქტორების პოლიტიკა რეგიონთან მიმართებით. თეორიული კომპონენტებთან ერთად პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებსაც, მათ შორის სამუშაო ჯგუფებში მუშაობასა და ტრენინგს მოლაპარაკებების ხელოვნებაში. სტუდენტები ეწვივნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონის საოკუპაციო ხაზს, წეროვანის დევნილთა დასახლებებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირთაგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ.

სკოლის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური