GE

ინჰალატორი, საკაცე, გლუკომეტრი – კიდევ რა სამედიცინო მოწყობილობებს შეიტანენ საჯარო სკოლებში

სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობას იწყებს. საქართველოს რეგიონებში მდებარე 142 სკოლისთვის სამედიცინო მოწყობილობების შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 21 ივლისიდან უნდა დაიწყოს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის საჭირო 142 კომპლექტი სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად სახელმწიფო 619, 120.00 ლარს გადაიხდის.

თითოეულ საჯარო სკოლაში მისაწოდებელი სამედიცინო აღჭურვილობის ჩამონათვალი ასეთია: პაციენტის გასასინჯი ტახტი, სამანიპულაციო მაგიდა, კარადა მედიკამენტების/ ინსტრუმენტების, საკაცე, ელექტრო სასწორი, წნევის საზომი აპარატი, ანეროიდ სფიგმომანომეტრი, სტეტოსკოპი, რეზინის სათბური, ყინულის ბუშტი, სამედიცინო მაკრატელი, პინცეტი, მაცივარი, ფიქსატორი მოტეხილობისათვის, დინამომეტრი, ინჰალატორი, სიმაღლის საზომი, სანტიმეტრი, გლუკომეტრი, გამადიდებელი ლუპა, რეზინის ლახტი, “პირით-‐პირში” სუნთქვის საშუალება რეზინის.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ირკვევა, რომ შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 წლიანი საგარანტიო ვადა. წინადადებების მიღება 26 ივლისს დასრულდება და გამარჯვებულმა კომპანიამ მოწყობილობები საჯარო სკოლებს ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 50 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს. სკოლების ჩამონათვალი, რომლებსაც ახალ სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემენ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კანონი, რომელიც ყველა სკოლას სამედიცინო პუნქტის ქონას ავალდებულებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური