GE

ინოვაციების ბანაკი პროექტის მენეჯმენტში

2022 წლის, 27 ნოემბერს, ალტე უნივერსიტეტში, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში, პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტთან, ალტე უნივერსიტეტთან და ჯუნიორ ეჩივმენტ ალუმნი საქართველოსთან თანამშრომლობით გამართა ინოვაციების ბანაკის ღონისძიება პროექტის მენეჯმენტის თემაზე.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 10 სხვადასხვა სკოლის 100 ახალგაზრდა (15-დან 18 წლამდე) თავს იყრის კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ აქვთ წვდომა მათთვის საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე.

ღონისძიების ოფიციალურად გახსნამდე, მონაწილეები გადანაწილდნენ ჯგუფებში. ისინი არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ მალევე მოახერხეს ჯგუფში ადაპტირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა.

გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავეს 12 საათის განმავლობაში. მოსწავეებს დაევალათ, რომ მოემზადებინათ მომავლის პროექტი, პროდუქტის ან მომსახურების შესახებ, რომელიც დღეს არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია შეიქმნას და თან ისე, რომ შეცვალოს მსოფლიო ან/და გადაჭრას პრობლემა.

ღონისძიების ბოლოს თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტ ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ის მოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.
JA მსოფლიო დაფუძნდა 1919 წელს და ნომინირებულია 2022 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-6 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm