GE

ისარგებლე მობილობით SANGU-ში

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 28 იანვრის 12:00 საათიდან – 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე:

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

საქართველოს ისტორია – 5 ადგილი

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის, საჯარო მმართველობის, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების, კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250 ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • სამართალი – 2990 ლარს
  • საჯარო მმართველობა – 2750 ლარს
  • სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია – – 2500 ლარს
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება – 3500 ლარს
  • კომპიუტერული მეცნიერება – 3350 ლარს

მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2022 წლის 10-14 თებერვალი
  • აღიარების კომისიების მუშაობა და დასკვნების მომზადება – 2022 წლის 11-15 თებერვალი
  • სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2022 წლის 12-16 თებერვალი
  • დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად – 2022 წლის 12-16 თებერვალი
  • მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში – არაუგვიანეს 2022 წლის 18 თებერვალი

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  1. განცხადება
  2. სტუდენტის ანკეტა
  3. სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  6. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
  7. სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
  8. სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა მართვის სისტემის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით;
  9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ფიზიკურად უნივერსიტეტის I კორპუსის 103-ე ოთახში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე) ასევე ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: sastsavlo@sangu.edu.ge

გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში აუცილებელია გადმოაგზავნოთ ყველა საჭირო დოკუმენტის დასკანირებული ელექტრონული ვერსია.

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური