GE

„ისარგებლე სწავლის სრული დაფინანსებით და მიიღე სტიპენდია“ – როგორია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიღების პირობები

“მიიღე 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, ისწავლე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში, ისარგებლე სწავლის სრული დაფინანსებით და მიიღე სტიპენდია”, – აღნიშნულია ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:

  • 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს;
  • აბიტურიენტები, რომლებიც 7 აპრილიდან 16 ივნისის ჩათვლით წარმატებით გაივლიან აკადემიის შიდა შესარჩევ ტურებს.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმოხილვა და აკადემიის შიდა შესარჩევი ტურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური