ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები რუკის სირთულეს უჩივიან
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში, ორ სესიად აბარებენ. ჯამში ისტორიის არჩევითი საგნის გამოცდაზე 12 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, ადგილების რაოდენობა კი 11 264–ია.
პირველ სესიაზე რეგისტრირებულთა 96%–ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
როგორც EDU.ARIS.GE-სთან გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი აცხადებს, ყველაზე მეტად რუკიდან მოსული დავალებების გაკეთება გაუჭირდათ. ნაწილის აზრით კი ბარიერის გადალახვა არავის არ უნდა გაუჭირდეს.
„რთული საერთოდ არ იყო, სურათები იყო კონსტანტინეპოლის აღებაზე და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაზე“. ასევე, წყარო იყო თამარ მეფის გამეფების შესახებ და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ ისტორიული ფაქტები”, – გვითხრა გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
ისტორიის გამოცდა რთული არც ჩვენ მიერ გამოკითხულ შემდეგ აპლიკანტს მოსჩვენებია, როგორც თავად გვეუბნება, ბარიერი წესით ყველამ უნდა გადალახოს.
„რთული არ იყო, ყოველ შემთხვევაში გადალახვით უეჭველი გადალახავ. კარიკატურა მახსოვს ერთი ბასტილიის აღება ან ჯვაროსნების მიერ რომელიღაც ქალაქის აღება უნდა იყოს გამოსახული, ქალაქის სახელი ზუსტად არ მახსოვს. წყარო იყო ძალიან მარტივი, თამარ მეფის შესახებ, ორჯერ რომ გაათხოვეს და რაღაც“, – გვითხრა მეორე აბიტურიენტმა.
აპლიკანტთა ნაწილი განსხვავებულად აფასებს გამოცდას და ამბობენ, რომ რთული იყო.
„საკმაოდ რთული მომეჩვენა, განსაკუთრებით რუკაზე მოცემული დავალებები გამიჭირდა და საერთოდ არ გამიკეთებია. რაც შეხება კითხვებს ძირითადად ბიზანტიაზე იყო. სურათი ერთი მახსოვს, რაღაც ძველი ბრძოლა იყო გამოსახული და არც ეს გამიკეთებია“, – გვეუბნება გამოცდიდან გამოსული კიდევ ერთი აბიტირიენტი.
რუკის სირთულეს სხვა აპლიკანტებიც ადასტურებენ. მათმა უმეტესობამ აღიარა, რომ რუკიდან მოსული დავალებები და კითხვების ნაწილი პასუხგაუცემელი დატოვა.
სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი