GE

ისტორიის გამოცდის მეორე სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 4% არ გამოცხადდა

დღეს 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ის აბიტურიენტებიც შეუერთდნენ, რომლებმაც არჩევით საგნად ისტორია აირჩიეს. მათმა ნაწილმა ისტორიის გამოცდა პირველ სესიაზე დაწერა, ნაწილი კი ამ წუთებში წერს. როგორც დილით გახდა ცნობილი, ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე აპლიკანტთა დაახლოებით 5% არ გამოცხადდა.

რაც შეეხება ისტორიის გამოცდის მეორე სესიას, შეშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი.

შეგახსენებთ, რომ ისტორიის გამოცდაზე დაახლოებით 11 600 აპლიკანტია რეგისტრირებული, ხოლო ამ საგნით ჩარიცხულთათვის 9 200 ადგილია გამოყოფილი.

აბიტურიენტებისთვის შემდეგი გამოცდა კიდევ ერთ არჩევით საგანაში – ლიტერატურაში 19 ივლისს მხოლოდ ერთ სესიად ჩატარდება. ხვალ კი, 18 ივლისს, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას სხვადასხვა საგნებში ჩააბარებენ. მაგისტრანტობის კანდიდატებიც ხვალ, დღის მეორე ნახევარში გაივლიან რეგისტრაციას და გამოცდას B ტიპის ტესტის წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩააბარებენ.

გამოცდები 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური