GE

ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 5% არ გამოცხადდა

დღეს აბიტურიენტები კიდევ ერთ არჩევით საგანში – ისტორიაში გამოცდას ორ სესიაზე წერენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი სესიისათვის 2018 წლის ისტორიის გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი.

ისტორიის გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო და 11:40 საათზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ისტორიის გამოცდაზე დაახლოებით 11 600 აპლიკანტია რეგისტრირებული, ხოლო ამ საგნით ჩარიცხულთათვის 9 200 ადგილია გამოყოფილი.

გამოცდები 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური