GE

კარიერული განვითარების სერვისი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში

GRUNI-ს განცხადებით, სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს დასაქმებაში.

ამ მიზნით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდრო კონტაქტის დამყარებას ბიზნეს სექტორთან, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებთან.

სერვისი ეხმარება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვასა თუ სამუშაოს მოძიებაში.

“შედეგად, გრუნი კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია. კურსდამთავრებულთა 85 – 95% სწავლის დასრულებიდან 6 თვეში ახერხებს შესაბამის სფეროში დასაქმებას”, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური