GE

კაუპო კანდის საჯარო ლექცია გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

2021 წლის 5 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კაუპო კანდიმ, ონლაინ რეჟიმში, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართა საჯარო ლექცია, თემაზე „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)-ს მანდატი და საქმიანობა“.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ლექციის დროს ბატონმა კაუპო კანდიმ მიმოიხილა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სტრუქტურა, მის იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებები, სამართლებრივი საქმიანობა და გეგმები საქართველოში.

საჯარო ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური