კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2018 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებზე.
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე eqe.ge 18 იანვრიდან 1-ლი თებერვლის 18 საათამდე.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 6 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ბაკალავრიატში/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
მაგისტრატურაში:
- პირადობის მოწმობა/პასპორტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი);
- 2 ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკზე);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან ან ბეჭდით დამოწმებული
- ნიშნების ფურცელი;
- მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების დამოწმებული ასლი;
- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული და
- დანართის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
დოქტორანტურაში:
- ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი.
- სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის
- აქტუალობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
- დარგის სპეციალისტის ორი რეკომენდაცია.