GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის 8 სამაგისტრო პროგრამაზე დამატებით მიღებას აცხადებს 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს დამატებით მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 30 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სამართლის ბაკალავრის ხარისხი; სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3000 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი)

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 20 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 3500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა და B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი).

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 5 ადგილი;
სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;
მიღების წინაპირობა: სპეციალობის შიდა გამოცდა.

საბუთების მიღება განხორციელდება 2021 წლის 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში (მისამართზე: თბილისი, ჩარგლის ქ. #73.) ან ელექტრონულად.

ინგლისურ ენაში გამოცდა ჩატარდება 27 სექტემბერს 17 საათზე.

სპეციალობაში გამოცდა ჩატარდება 28 სექტემბერს 17 საათზე.

ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ კანდიდატთა მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ვადად განსაზღვრულია 29 სექტემბერი.

უნივერსიტეტში რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
  • B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში (იმ პროგრამებზე, სადაც მიღების წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა). სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა დაწეროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ შედგენილი ინგლისური ენის B2 დონის განმსაზღვრელი ტესტი.

ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გადაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ. ფოსტის მისამართებზე:

მედიცინის ფაკულტეტი – registration.medgeo@ciu.edu.ge

ბიზნესის ფაკულტეტი – registration.business@ciu.edu.ge

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – registration.social@ciu.edu.ge

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი – registration.agro@ciu.edu.ge

შენიშვნა: დოკუმენტები უნდა იყოს დასკანერებული ან მაღალი რეზოლუციის ფოტოების სახით.

გამოცდის ფორმის, ჩასაბარებელი მასალისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ პროგრამების მიხედვით:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური