GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს რიგგარეშე მობილობას საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.

მობილობის პროცესში ჩართვის უფლება აქვთ შპს – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს – ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს – თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს -საქართველოს ბიზნეს აკადემიის – SBA სტუდენტებს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართეს შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტს. რიგგარეშე მობილობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამარტივებული წესით გაიარონ რეგისტრაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: ჩარგლის ქ. N73, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი) 16 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;*
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;*
  •  ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.*

შენიშვნა 1: * ნიშნით აღნიშნული საბუთი მოითხოვება მხოლოდ მობილობით გადმომსვლელი სტუდენტისათვის და არა გადმომსვლელი აბიტურიენტებისათვის.
რიგგარეშე მობილობა ხორციელდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება N931/ი-ის საფუძველზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური