GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ლიტვის Siauliai State College-ის დელეგაციას მასპინძლობს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 26-27 აპრილს ლიტვის Siauliai State College-ის დელეგაციას მასპინძლობს. სტუმრები უნივერსიტეტის კანცლერ – ვახტანგ წივწივაძეს, რექტორ – კახაბერ კორძაიასა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს, ვიცე რექტორ – მარინა გედევანიშვილს შეხვდნენ.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, სტუმრებს დოკუმენტურად გააცნო სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ნიუანსები, ესაუბრა შეფასების სისტემის მოქნილობასა და სასწავლო პროცესში ქულათა სწორად გადანაწილების საკითხებზე. სტუმრებს ასევე, სტუდენტების შესაძლებლობა გააცნეს, რომელიც სასწავლო კურსის დასრულებისას სილაბუსისა და პროფესორის ელექტრონულად შეფასებას გულისხმობს.

ლიტვის Siauliai State College-ის დელეგაციამ დეტალურად მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის ყოველი ახალი პროგრამის შექნისთვის საჭირო ეტაპებზე, საჭიროებებსა და რესურსებზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კოლეჯში, კსუ-ის პროფესორები Erasmus + -ისა და მოკლევადიანი პროფესორების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ. დელეგაციის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, გაეცნენ კსუ-ის მულტიმედია ცენტრის საქმიანობასა და სტუდენტების მიერ მომზადებულ სიუჟეტებსა და ფილმებს. ერთობლივი პროგრამებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ლიტვის დელეგაცია, ბიზნესისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანებსა და პროფესორებს შეხვდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური