GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსს აცხადებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესის“ თანახმად, ცხადდება შემოდგომის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.

სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის მხრიდან ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესში დაცული აკადემიური შედეგების შესახებ ინფორმაციის გარდა კონკურსში მონაწილე სტუდენტთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგი სახით:

  • მონაცემები სტუდენტის მონაწილეობის შესახებ სტუდენტურ, სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში (2021 წლის 15 მარტიდან დღემდე);
  • მონაცემები სტუდენტის წვლილის შესახებ უნივერსიტეტის განვითარებაში და მისი ცნობადობის ამაღლებაში (2021 წლის 15 მარტიდან დღემდე).

ინფორმაცია სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის წარდგენა შესაძლებელია 22 სექტემბრის ჩათვლით ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურში ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: zurabi_kavtaria@ciu.edu.ge. ადმინისტრაცია უფლებამოსილია წარმოდგენილი დოკუმენტის ნამდვილობის ეჭვის შემთხვევაში, მოითხოვოს მისი წარმოდგენა და დედანში შემოწმება.

გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური