GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა – მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოება

საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო აქტუალური ხდება მულტიმედიური ჟურნალისტიკა, რომელიც აერთიანებს ტექსტურ, ფოტო, აუდიო, ვიდეო ჟურნალისტიკას და კონტენტს სხვადასხვა პლატფორმიდან ხელმისაწვდომს ხდის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა გარკვეული მოცულობით შეავსებს ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მოთხოვნას შრომით ბაზარზე. მედიის მრავალფორმატულობა გამოწვევა აქართული ჟურნალისტური საგანმანათლებლო სივრცისთვის. შესაბამისი ცოდნისა და უნარების სპეციალისტების მომზადება მნიშვნელოვანი იქნება თანამედროვე მედიაორგანიზაციების მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ერთობ საშური საქმე იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელსაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში გამორჩეული მულტიმედიაცენტრი აქვს, ახალი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება. არსებული სამეცნიერო–კვლევითი გარემო და ინფრასტრუქტურა მულტიმედიური ჟურნალისტიკის მკვლევართა და პრაქტიკოსების ახალითაობების აღსაზრდელად ყველა პირობას ქმნის.

პროგრამის პრიორიტეტები:

  • სწავლების ნოვატორული მეთოდების შერწყმა პრაქტიკულ და კვლევით საქმიანობასთან;
  • კომუნიკაციის თანამედროვე თეორიები; მულტიმედია ჟურნალისტების მომზადება;
  • სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება; კომფორტული სამეცნიერო-კვლევით იგარემო;
  • გამოცდილი აკადემიური პერსონალი/პრაქტიკოსი ჟურნალისტები;
  • თანამშრომლობა უცხოეთის მედიაორგანიზაციებთან.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს. სამაგისტრო პროგრამის მომზადებაში ჩართული გამოცდილი პროფესორები და პრაქტიკოსი ჟურნალისტები კვალიფიციური კადრების მომზადების გარანტიაა.

იხილეთ ვიდეორგოლი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური